ანრი მატისი


ფრანგი მხატვარი და სკულპტორი, ფოვისტური მიმდინარეობის ლიდერი ანრი მატისი დაიბადა 1869 წლის 31 დეკემბერს ლე – კატო – კამბრეზში.

1882 – 1887 წლებში მატისი სწავლობს სენ – კანტენის საშუალო სკოლაში. შემდეგ სწავლას აგრძელებს პარიზში. 1888 წელს, სწავლის დასრულების შემდეგ, ახალგაზრდა ანრი კლერკად იწყებს მუშაობას სენ – კანტენში.

1889 წელს მატისს ემართება აპენდიციტი და ოპერაციას იკეთებს. ოპერაციის შემდეგ პერიოდში დედა მას ხატვისთვის აუცილებელ ნივთებს ყიდულობს. ანრი პირველად ინტერესდება ფერწერით და გადაწყვეტს, მამის ნების საწინააღმდეგოდ, კანტენის სამხატვრო სკოლაში ჩააბაროს.

მატისი 1891 წელს იურიდიული პრაქტიკის მისაღებად პარიზში მიემგზავრება და  ჟულიანის აკადემიაში აბარებს. 1893 წელს სწავლას დეკორატიული ხელოვნების სკოლაში აგრძელებს. სწავლის პერიოდში ხშირად სტუმრობდა ლუვრს. მის ყურადღებას ფრანგი და ჰოლანდიელი მხატვრების ტილოები იპყრობს. ანრიზე დიდი გავლენა მოახდინა მისმა თანამდროვე მხატვრების შემოქმედებამ და იაპონურმა ტრადიციულმა ხელოვნებამ.

1894 წელს მატისს თავისი ერთ-ერთი მოდელისგან კარლონა ჟობლოსგან ქალიშვილი (მარგარიტა) შეეძინა.

1896 წლის ზაფხულში ის ბელ-ილში გადადის საცხოვრებლად. იქ უახლოვდება ავსტრალიელ მხატვარს ჟან პიტერ რასელს, რომელიც რენუარის მეგობარი იყო. რასელი მატისს აცნობს იმპრესიონისტებისა და ვინსენტ ვან გოგის შემოქმედებას. მომავალში მატისი რასელს მასწავლებელსაც უწოდებს, რომელმაც მას ფერების თეორია შეასწავლა.

1896 წელს ანრი „Société Nationale des Beaux-Arts-ის“ მიერ ორგანიზებულ გამოფენაში მონაწილეობს. 1898 წელს მატისი დაქოროწინა ამელი პარეირაზე. პისაროს რჩევით თაფლობის თვეს ატარებს ლონდონში , სადაც ეცნობა უილიამ ტერნერის შემოქმედებას. ერთი წლის შემდეგ ისევ პარიზში ბრუნდება.

1890 – 1902 წლებში მატისი ხატავს იმპრესიონისტულ სტილში. 1900-იან წლებში ანრი სტილის ძიებაშია. მან საფუძვლიანად შეისწავლა ისეთი დიდი მხატვრების შემოქმედება, როგორებიც არიან: პოლ გოგენი, სეზანი, ვინსენტ ვან გოგი, როდენი და ა.შ. ფერწერის სტრუქტურა და  არაორდინალური ფერები მატისის საფირმო ნიშანი ხდება.

1902 წლის თებერვალში მატისი იღებს მონაწილეობას საერთო გამოფენაში, რომელიც ბერა ბეილის გალერეაში მოეწყო. აპრილსა და ივნისში მან პირველად გაყიდა საკუთარი ნახატები. 1904 წლის ივნისში ანრი პირველ დამოუკიდებელ გამოფენას აწყობს. შემდეგ ნეო-იმპრესიონისტ მხატვარ ანრი კროსოსთან ერთად სენ-ტროლში მიემგზავრება. იქ მატისი ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ნახატს „Luxe, Calme et Volupté-ს“ ხატავს.

1905 წელს მატისი ანდრე დერესთან ერთად ფოვისტურ მიმდინარეობას აყალიბებს. ბრტყელი გამოსახულებები, ფერების ინტენსივობა და ბრტყელი ფორმები ახალი მიმდინარეობისთვის დამახასიათებელი ხდება. ფოვისტურმა მიმდინარეობამ 1908 წლამდე გასტანა. ამ პერიოდში სამი ფოვისტური გამოფენა მოეწყო. ამ მიმდინარეობას ანრი მატისის, ანდე დერენის და მორის ვლამნიკის სახელს უკავშირებდნენ. ლიდერად კი თავად მატისი ითვლებოდა.

ანრი მატისი გარდაიცვალა ნიცაში 1954 წლის 3 ნოემბერს.

2009 წელს მატისის ტილო „es coucous, tapis bleu et rose“ კრისტის აუქციონზე 32 მილიონ ევროდ გაიყიდა.

ნამუშევრების გალერეა:

music-1910 - Copy
dance-ii-1910
aVem3ey_460s_v2
odalisque-1923
belle-ile
cyclamen-pourpre-1912
entrance-to-the-kasbah-1912
female-toilets-1907
girl-with-tulips-1910
goldfish-1911
harmony-in-red-1908
interior-with-a-girl-reading-1905
lady-on-a-terrace-1907
landscape-with-brook-brook-with-aloes-1907
luxe-1907
luxury-serenity-and-pleasure-1904
manila-shawl-1911
marguerite-1906
music-1910
nasturtiums-with-the-dance-ii-1912
nude-in-a-wood-1906
nude-spanish-carpet-1919
odalisque-in-red-trousers-1921
olga-merson-1910
place-des-lices-st-tropez-1904
portrait-of-andre-derain-1905
portrait-of-madame-matisse-green-stripe-1905
reader-on-a-black-background-1918
red-fish-and-a-sculpture-1911
red-studio-1911
self-portrait-1900
self-portrait-1918
self-portrait-in-a-striped-t-shirt-1906
self-portrait-in-shirtsleeves-1900
still-life-with-a-red-rug-1906
still-life-with-aubergines-1911
still-life-with-pitcher-and-fruit
studio-under-the-eaves
study-for-wildlife-the-man-with-the-cluster-1905
the-blue-window-1911
the-palm-1912
the-terrace-st-tropez-1904
the-young-sailor-ii-1906
woman-reading-1894
zorah-on-the-terrace-1912 - Copy
zorah-on-the-terrace-1912

RELATED BY

  • ედუარ მანე

    ფრანგი იმპრესიონისტი მხატვარი და გრავიო ედუარ მანე დაიბადა პარიზში 1832 წლის 23 იანვარს. მანეს მამა – ოგიუსტ მანე, იუსტიციის სამინისტროს დეპარტამენტის მეთაური იყო, დედა – ეჟენ-დეზიერე ფურნე. 1839 წელს...
  • ენდი უორჰოლი

    ამერიკელი მხატვარი, პროდიუსერი, დიზაინერი, მწერალი, კოლექციონერი, ჟურნალების რედაქტორი და  რეჟისორი ენდი უორჰოლი (ნამდვილი სახელი ენდრიუ ვარჰოლა) დაიბადა 1928 წლის 6 აგვისტოს, პიტსბურგში. უორჰოლი პოპ-არტის მოძრაობასა და მაშინდელ თანამედროვე ხელოვნებაში...
  • კაზიმირ მალევიჩი

    პოლონური წამროშობის რუსი ავანგარდისტი მხატვარი, ხელოვნების თეორიტიკოსი, ფილოსოფოსი და სუპრემატიზმის ფუძემდებელი კაზიმირ მალევიჩი დაიბადა კიევში 1879 წლის 11 თებერვალს. 1887 წელს მალევიჩების ოჯახი კურსკში გადადის საცხოვრებლად. აქ კაზიმირი რკინიგზაზე...
  • მარკ შაგალი

    მარკ შაგალი დაიბადა ვიტებსკში, ბელორუსში ( მაშნდელი რუსეთის იმპერია ) 1887 წლის  7 ივლისს. იყო მხატვარი, გრაფიკოსი და XX საუკუნის ერთ – ერთი გარჩეული ავანგარდისტი. მან სახლში მიიღო ტრადიციული...