გუსტავ კლიმტი


ავსტიელი მხატვარი გუსტავ კლიმტი დაიბადა 1862 წლის 14 ივლისს, ბაუმგარტენში. ის ავსტრიული მოდერნული ფერმწერის მამამთავრად ითვლება. გუსტავის მამა, ერნსტ კლიმტი, მხატვარი-გრავიორი და იუველირი იყო. კლიმტმა პირველი წლების სამხატვრო გამოცდილება სწორედ მასთან მიიღო.

1876 წელს ის ვენაში გაემგზავრა და სამხატვრო – პროფესიულ სასწავლებელში, არქიტექტურული ფერწერის ფაკულტეტზე ჩააბარა. ერთი წლის შედმეგ მისი ძმა ერნსტიც შეუერთდა.

კლიმტისთვის ისტორიულ  ჟანრში მოღვაწე მხატვარი ჰანს მაკარტი ერთ-ერთი სამაგალითო იყო. ბევრი ახალგაზრდა მხატვრისგან განსხვავებით მას მოსწონდა ტრადიციული, კლასიკური მხატვრობა.

1880 წელს გუსტავი, ერნსტი და მათი მეგობარი მხატვარი, ფრანც მაჩი, რაიხენბერგში, რეიკასა და კარლოვ ვარში (ავსტრია – უნგრეთის პროვინცია) თეატრის ფრესკების ხატვას იწყებენ. 1888 წელს კლიმტმა იმპერატორ ფრანც ფერდინანდისგან „ოქროს ჯვარი“ მიიღო და მალე მიუნხენისა და ვენის უნივერსიტეტების საპატიო წევრიც გახდა.

1897 წელს კლიმტი ხდება ერთ – ერთი დამფუძნებელი და პრეზიდენტი  ვენური ჯგუფისა „Sezession“. ისინი გამოსცემდნენ ჟურნალს „Ver Sacrum “. ჯგუფის მთავარი მიზანი ახალგაზრდა მხატვრებისთვის გამოფენების მოწყობა და იმ ახალგაზრდების დახმარება იყო, ახლებური სტილით რომ ხატავდნენ. ამის გარდა „Sezession“ ვენაში მყოფ უცხოელ მხატვრებსაც ეხმარებოდა.

მათი ჯგუფი საკმაოდ ეკლეკტური იყო, არც მანიფესტი ჰქონდათ. მასში ნატურალისტები, რეალისტები და სიმბოლისტები შედიოდნენ. 1908 წელს გუსტავ კლიმტმა ჯგუფი დატოვა.

1894 წელს კლიმტმა ვენის უნივერსიტეტისთვის სამი ტილოს დაკვეთა მიიღო. ეს იყო სამი ალეგორიული ნახატი: – „ფილოსოფია“ , „მედიცინა“ და „იურისპრუდენცია“. შეკვეთა 1900 წელს დაასრულა.

გუსტავ კლიმტმა ტრადიციული ალეგორიებითა და სიმბოლოებით ახალი ენა შექმნა. ის მძაფრად შეიცავდა ეროტიზმს, ამიტომაც კონსერვატულად განწყობილ მნახველს აღიზიანებდა. მას ხშირად აკრიტიკებდნენ მისი ნახატების „პორნოგრაფულობისთვის“. უკმაყოფილებას გამოხატავდნენ პოლიტოკოსები, კრიტიკოსები და რელიგიური პირები. ნახატები არ გამოიფინა უნივერსიტეტის მთავარ შენობაში. ეს კლიმტის ბოლო საჯარო შეკვეთა იყო.

მისთვის ყველაზე წარმატებული “ოქროს პერიოდი” გამოდგა. კრიტიკოსებმა მას უმაღესი შეფასება მისცეს. (ეს სახელი ნახატებში ოქროსფერი ფერის ხშირი გამოყენებიდან მომდინარეობს.)

“მე არ ვხატავ ავტოპორტრეტებს, ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანია სხვა ადამიანები, განსაკუთრებით – ქალები, ვიდრე თავად მე. ჩემში არაფერია განსაკუთრებული. მე მხატავარი ვარ, რომელიც ხატავს ყოველდღიურად, დილიდან დაღამებდამდე. ვისაც სურს გაიგოს ჩემზე, აუცილებლად უნდა ნახოს ჩემი ტიოლოები.” – წერდა კლიმტი.

1911 წელს ნახატმა „სიცოხელე და სიკვდილი“ რომის გამოფენაზე პრიზი მიიღო.

1918 წლეს გუსტავ კლიმტი ვენაში ინსულტით გარდაიცვალა. მას ნახატების უმრავლესობა დაუმთავრებელი დარჩა.

ნამუშევრების გალერეა:

 

minerva-or-pallas-athena
baby-1918
cartoon-for-the-frieze-of-the-villa-stoclet-in-brussels-fulfillment-1909 (1)
danae-1908
design-for-the-stocletfries
draft-of-a-theater-curtain
expectation-1909
garden-with-roosters
goldfish-1902
hope-i
hope-ii-1908
hygeia-detail-of-medicine-1907
judith-and-holopherne-1901
lady-by-the-fireplace-1898
lady-with-fan-1918
mada-primavesi
not_detected_191524-1918
ode-to-klimt
portrait-of-adele-bloch-bauer-i(1)
portrait-of-baroness-elisabeth-bachofen-echt-1916
portrait-of-emilie-flöge-1
portrait-of-maria-munk-unfinished-1918
the-beethoven-frieze-the-longing-for-happiness-finds-repose-in-poetry-right-wall-1
the-three-ages-of-woman-1905

 

RELATED BY

  • ედუარ მანე

    ფრანგი იმპრესიონისტი მხატვარი და გრავიო ედუარ მანე დაიბადა პარიზში 1832 წლის 23 იანვარს. მანეს მამა – ოგიუსტ მანე, იუსტიციის სამინისტროს დეპარტამენტის მეთაური იყო, დედა – ეჟენ-დეზიერე ფურნე. 1839 წელს...
  • ანრი მატისი

    ფრანგი მხატვარი და სკულპტორი, ფოვისტური მიმდინარეობის ლიდერი ანრი მატისი დაიბადა 1869 წლის 31 დეკემბერს ლე – კატო – კამბრეზში. 1882 – 1887 წლებში მატისი სწავლობს სენ – კანტენის საშუალო...
  • ენდი უორჰოლი

    ამერიკელი მხატვარი, პროდიუსერი, დიზაინერი, მწერალი, კოლექციონერი, ჟურნალების რედაქტორი და  რეჟისორი ენდი უორჰოლი (ნამდვილი სახელი ენდრიუ ვარჰოლა) დაიბადა 1928 წლის 6 აგვისტოს, პიტსბურგში. უორჰოლი პოპ-არტის მოძრაობასა და მაშინდელ თანამედროვე ხელოვნებაში...
  • კაზიმირ მალევიჩი

    პოლონური წამროშობის რუსი ავანგარდისტი მხატვარი, ხელოვნების თეორიტიკოსი, ფილოსოფოსი და სუპრემატიზმის ფუძემდებელი კაზიმირ მალევიჩი დაიბადა კიევში 1879 წლის 11 თებერვალს. 1887 წელს მალევიჩების ოჯახი კურსკში გადადის საცხოვრებლად. აქ კაზიმირი რკინიგზაზე...