ედუარ მანე


ფრანგი იმპრესიონისტი მხატვარი და გრავიო ედუარ მანე დაიბადა პარიზში 1832 წლის 23 იანვარს. მანეს მამა – ოგიუსტ მანე, იუსტიციის სამინისტროს დეპარტამენტის მეთაური იყო, დედა – ეჟენ-დეზიერე ფურნე.

1839 წელს მანე აბატი პაულის პანსიონში მიაბარეს, შემდეგ კი – როლენას კოლეჯში, სადაც 1844-848 წლებში სწავლობდა.

ოგიუსტ მანეს სურდა, შვილი იურისტი გამხდარიყო, მაგრამ ედუარმა მხატვრობა გადაწყვიტა. ბიძის რჩევით ის ესწრება სპეციალურ ლექციებს ფერწერაში. ასევე დადის მუზეუმებში და ეცნობა დიდი მხატვრების შემოქმედებას.

1848 წელს მან ფლოტში სამხედრო სამსახური გაიარა. იმავე წელს მოეწყო მეზღვაურად სავაჭრო გემზე „ავრი-გვადალუპე“. მოგზაურობის დროს ესტუმრა ბრაზილიას, სადაც უმრავი ნახატი და ესკიზი შეასრულა. მისი მოდელები ძრითადად გემის მომუშავე პერსონაჟები იყვნენ.

1849 წელს პარიზში ბრუნდება და მხატვრობის პროფესიონალურ დონეზე შესწავლა სურს. 1850 წელს იმ დროს პოპულარულ ტომ კუტურიეს სალონში იწყებს სიარულს. მისთვის მიუღებელი იყო აკადემიური მხატვრობის პრინციპები, რის გამოც იდეური კონფლიქტი მოსდის კუტურიესთან და სალონს ტოვებს. მასზე დიდი გავლენა მახდინა ფრანს ჰალსის ნახატებმა. 1853 წელს მოგზაურობს იტალიაში, სადაც ეწვია ვენეციასა და ფლორენციას. აქ ნახა ველასკესის ტილოები, რომლებმაც დიდი შთაბეჭდილება დატოვა ახალგაზრდა მხატვარზე. საფრანგეთში დაბრუნებამდე მანემ იმოგზაურა ცენტრალურ ევროპაში, ეწვია პრაღის, ვენისა და მიუნხენის მუზეუმებს.

მანე დიდი პოტენციალის მქონე მხატვრად ითვლებოდა, ამიტომაც ხშირად იწვევდნენ პარიზის სალონები, სადაც პარიზის ელიტურ საზოგადოებას დაუახლოვდა. განსაკუთრებით ახლო ურთიერთობა ჰქონდა დიდ ფრანგ პოეტთან შარლ ბოდლერთან.

1859 წელს მანე მონაწილეობს პარიზის სალონის მიერ ორგანიზებულ გამოფენაში. 1863 წელს ცოლად მოჰყავს სუზანა ლენხოპი, რომელიც მისი მუსიკის მასწავლებელი იყო. (მათ შეეძინათ ვაჟი ლეონ-ედუარი)

1866 წელს უახლოვდება იმპრესიონისტულ ჯგუფს, რომლებიც “ბა(ს)ტილიონების“ კაფეში იკრიბებოდნენ. აქ უახლოვდება ედგარ დეგას, კლოდ მონესა და პოლ სეზანს. მათთან დაახლეობის შემდეგ მანე მეტ დროს უთმობს პეიზაჟების ხატვას, მაგრამ მაინც ნატურმორტებზე, ფიგურალურ კომპოზიციებსა და პორტრეტებზე ამჯობინებს მუშაობას. სიცოცხლის უკანასკნელ წლებში ისევ იმპრესიონიზმს უბრუნდება და ქმნის ყვავილების მთელ ციკლს.

ედუარ მანე გარდაიცვალა 1883 წლის 30 აპრილს. მისი ნახატი ოლიმპია მის ოჯახთან მოლაპარაკების შემდეგ შეიწყიდა „ლუვრმა“ .

ნამუშევრების გალერეა:

singer-at-a-caf-concert
douard_Manet_-_Madame_Manet_ou_Piano
argenteuil-1874
a-veiled-young-woman-1872
a-young-man-peeling-a-pear-portrait-of-leon-leenhoff-1868
brunette-with-bare-breasts-1872
fishing-boat-coming-in-before-the-wind-the-kearsarge-in-boulogne-1864
gypsy-with-a-cigarette
interior-at-arcachon-1871
in-the-garden-1870
jeanne-martin-in-pink-dress-1881
lola-de-valence-1862
madame-auguste-manet
monet-in-his-floating-studio-1874
olympia-1863
portrait-of-emile-zola-1868
portrait-of-eva-gonzales-1870
portrait-of-faure-as-hamlet
portrait-of-zacharie-astruc-1866 (1)
spring-study-of-jeanne-demarsy-1882
stephane-mallarme-1876
the-boy-with-cherries-1859
the-fifer-1866
the-monk-at-prayer-1865
the-stroll-1880
woman-with-a-parrot-1866
women-at-the-races-1865
young-woman-with-a-pink-shoe-portrait-of-berthe-morisot-1868

RELATED BY

  • ანრი მატისი

    ფრანგი მხატვარი და სკულპტორი, ფოვისტური მიმდინარეობის ლიდერი ანრი მატისი დაიბადა 1869 წლის 31 დეკემბერს ლე – კატო – კამბრეზში. 1882 – 1887 წლებში მატისი სწავლობს სენ – კანტენის საშუალო...
  • ენდი უორჰოლი

    ამერიკელი მხატვარი, პროდიუსერი, დიზაინერი, მწერალი, კოლექციონერი, ჟურნალების რედაქტორი და  რეჟისორი ენდი უორჰოლი (ნამდვილი სახელი ენდრიუ ვარჰოლა) დაიბადა 1928 წლის 6 აგვისტოს, პიტსბურგში. უორჰოლი პოპ-არტის მოძრაობასა და მაშინდელ თანამედროვე ხელოვნებაში...
  • კაზიმირ მალევიჩი

    პოლონური წამროშობის რუსი ავანგარდისტი მხატვარი, ხელოვნების თეორიტიკოსი, ფილოსოფოსი და სუპრემატიზმის ფუძემდებელი კაზიმირ მალევიჩი დაიბადა კიევში 1879 წლის 11 თებერვალს. 1887 წელს მალევიჩების ოჯახი კურსკში გადადის საცხოვრებლად. აქ კაზიმირი რკინიგზაზე...
  • მარკ შაგალი

    მარკ შაგალი დაიბადა ვიტებსკში, ბელორუსში ( მაშნდელი რუსეთის იმპერია ) 1887 წლის  7 ივლისს. იყო მხატვარი, გრაფიკოსი და XX საუკუნის ერთ – ერთი გარჩეული ავანგარდისტი. მან სახლში მიიღო ტრადიციული...