ენდი უორჰოლი


ამერიკელი მხატვარი, პროდიუსერი, დიზაინერი, მწერალი, კოლექციონერი, ჟურნალების რედაქტორი და  რეჟისორი ენდი უორჰოლი (ნამდვილი სახელი ენდრიუ ვარჰოლა) დაიბადა 1928 წლის 6 აგვისტოს, პიტსბურგში. უორჰოლი პოპ-არტის მოძრაობასა და მაშინდელ თანამედროვე ხელოვნებაში ერთ-ერთი მთავარი ფიგურა იყო. 60-იან წლებში კი როკ ჯგუფის „The Velvet Underground „ პროდუსერი გახდა.

მას მამა 13 წლის ასაკში დაეღუპა. ის შახტაში მუშაობის დროს უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა. ენდიმ 1945 წელს შენლის საშუალო სკოლა დაამთავრა. მას სამხატვრო განათლების მიღება სურდა და სწავლა პიდსბურგის უნივერისტეტში დაიწყო, თუმცა შემდეგ გეგმები შეეცვალა და განათლების მიღება კარნეგის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში გადაწყვიტა. მას იმედი ჰქონდა, რომ როგორც კომერციული ილუსტრატორი, შემდგომში წარმატებულ კარიერას აიწყობდა. 1949 წელს ენდიმ ბაკალავრის ხარისხი მიიღო. ის ინსტიტუტში კარგად სწავლობდა, თუმცა ლექტორებთან და ჯგუფელებთან საერთო ენის გამონახვა უჭირდა.

უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ ნიუ-იორკში მიემგზავრება. იქ ვიტრინების გამფორმებლად მუშაობს, ხატავს სარეკლამო პლაკატებს და თანამშრომლობს ჟურნალ “ვოგიში” მხატვარ-ილუსტრატორად. სწორედ ამ პერიოდში გადაიკეთა გვარი უორჰოლად.

50-იან წლებში მან კომპანია „ი. მილერისთვის“ სარეკლამო ბანერი გააკეთა, რამაც პირველი წარმატება მოუტანა.

1962 წელს უორჰოლი აწყობს პირველ გამოფენას, რომელსაც მისთვის უდიდესი პოპულარობა მოაქვს. ამ პერიოდში ის ყიდულობს სახლს მანჰეტენზე. მისი ყოველწლიური შემოსავალი 100 000 დოლარს აღწევს. ენდიმ ნახატების შესაქმნელად ერთ-ერთმა პირველმა გამოიყენა ტრაფარეტული ბეჭდვის მანერა.

უორჰოლი ცნობილია სავაჭრო პროდუქტების შეფუთვა-გაფორმებებით. 1960 წელს მან შექნმა დიზაიანი „კოკა-კოლას“ ქილისთვის, რამაც დიდი პოპულორობა მოუტანა, როგორც განსხავებული ხედვის მქონე ხელოვანს. 1960-1962 წლებში ის აკეთებს „კემპბელის“ ფირმის სუპის ქილების დიზაინს, რომელიც შემდგომში მისი სავიზიტო ბარათი ხდება. ამ პერიოდში უორჰოლი იწყებს ცნობილი ადამიანების:  მერლინ მონროს, ელიზაბეტ ტეილორის, ჯიმ მორისონის, მიკ ჯაგერისა და ელვის პრესლის ფოტოებზე ფონების დადებას, ასევე – პოლიტიკოსების: მაო ძედუნის, რიჩარდ ნიქსონის, ჯონ კენედისა და ვლადიმერ ლენინის. უორჰოლი იყო უნიკალური მხატვარი, რომელიც მუდმივად ატარებდა ექსპერინეტს.

1963 წელს მანჰეტენზე ყიდულობს სახლს, რომელსაც „ფაბრიკას“ არქმევს. ეს ადგილი მაშინდელი ნიუ-იორკის ბომონდის შეკრების ადგილი  და 70-იანი წლების ამერიკის ცხვორების სტილის განსახიერება იყო.

1979 წელს უორჰოლი აფუძნებს ნიუ იორკის სამხატვრო აკადემიას. ის  თანამშრომლობს 80-იანი წლების  პოპულარულ ახალგაზრდა მხატვრებთან, როგორებიც იყვნენ: ჟან მიშელ ბასკია, ჟულიან შნაბელი, დევიდ სალი და სხვები. მათ ნეო-ექსპრესიონისტებად მოიხსენიებენ.

ენდი უორჰოლს თავისი ორიენტაცია საჯაროდ არასდროს გამოუმჟღავნებია, თუმცა იყო გეი და ბევრი პარტნიორიც ჰყავდა. ის გარდაიცალა 1988 წლის 22 თებერვალს, ნიუ – იორკში.

ნამუშევრების გალერეა:

com
liz-taylor-1
marilyn-1
a-cat-named-sam
after-the-party
albert-einstein
beethoven
campbell-s-soup-can-onion
chanel
che-guevara
coca-cola
cow-1
flowers
ingrid
ladies-and-gentlemen-1975
mao-2
mickey
mick-jagger-2
muhammad-ali
oxidation-painting-1978
queen-margrethe-ii-of-denmark
red-lenin
self-portrait-2
shadow-1977
shoes-1980
skull
suicide-1964
Untitled (Beauty Products) 1960 by Andy Warhol 1928-1987
venere-dopo-botticelli
volkswagen

RELATED BY

  • ედუარ მანე

    ფრანგი იმპრესიონისტი მხატვარი და გრავიო ედუარ მანე დაიბადა პარიზში 1832 წლის 23 იანვარს. მანეს მამა – ოგიუსტ მანე, იუსტიციის სამინისტროს დეპარტამენტის მეთაური იყო, დედა – ეჟენ-დეზიერე ფურნე. 1839 წელს...
  • ანრი მატისი

    ფრანგი მხატვარი და სკულპტორი, ფოვისტური მიმდინარეობის ლიდერი ანრი მატისი დაიბადა 1869 წლის 31 დეკემბერს ლე – კატო – კამბრეზში. 1882 – 1887 წლებში მატისი სწავლობს სენ – კანტენის საშუალო...
  • კაზიმირ მალევიჩი

    პოლონური წამროშობის რუსი ავანგარდისტი მხატვარი, ხელოვნების თეორიტიკოსი, ფილოსოფოსი და სუპრემატიზმის ფუძემდებელი კაზიმირ მალევიჩი დაიბადა კიევში 1879 წლის 11 თებერვალს. 1887 წელს მალევიჩების ოჯახი კურსკში გადადის საცხოვრებლად. აქ კაზიმირი რკინიგზაზე...
  • მარკ შაგალი

    მარკ შაგალი დაიბადა ვიტებსკში, ბელორუსში ( მაშნდელი რუსეთის იმპერია ) 1887 წლის  7 ივლისს. იყო მხატვარი, გრაფიკოსი და XX საუკუნის ერთ – ერთი გარჩეული ავანგარდისტი. მან სახლში მიიღო ტრადიციული...