კაზიმირ მალევიჩი


პოლონური წამროშობის რუსი ავანგარდისტი მხატვარი, ხელოვნების თეორიტიკოსი, ფილოსოფოსი და სუპრემატიზმის ფუძემდებელი კაზიმირ მალევიჩი დაიბადა კიევში 1879 წლის 11 თებერვალს.

1887 წელს მალევიჩების ოჯახი კურსკში გადადის საცხოვრებლად. აქ კაზიმირი რკინიგზაზე მუშაობს, პარალელურად კი ხატავს. თანამოაზრეებთან ერთად იგი  კურსკში სამხატვრო საზოგადოებას აყალიბებს.

1899 წელს მხატვარი ქორწინდება კაზემირა ზგლეიცზე. 1904 წელს კი  მიემგზავრება მოსკოვში. 1905 წელს მალევიჩი აბარებს გამოცდებს მოსკოვის სამხატვრო-არქიტექტორულ სკოლაში, თუმცა უშედეგოდ.  შემდეგ სწავლას აგრძელებს ლეფატროვსის სამხატვრო კომუნაში, რომელიც მხატვარ კულდრიუმოვის სახლში ოყო განთავსებული. წელიწადნახევარში იგი ბრუნდება კურსკში და რკინიგზაზე იწყებს მუშაობს. 1906 წელს კი საბუთებს აგზავნის მოსკოვის სამხატვრო სკოლაში, ამჯერადაც  უშედეგოდ.

1907 წელს მალევიჩი ისევ მიდის მოსკოვში და მუშაობას რერბერგის სტუდიაში იწყებს. იმავე წელს მონაწილეობს მოსკოვის სამხატვრო გაერთიანების მეთოთხმეტე გამოფენაზე. 1909 წელს იგი ეყრება პირველ ცოლს და ქორწინდება სოფია მიხაილოვიჩზე.

1915 წელს კაზემირ მალევიჩი აყალიბებს  სუპრემატიზმს, ახალ მიმდინარეობას მხატვრობაში. მან დაწერა მანიფესტი, სახელწოდებით „კუბიზმიდან სუპრემატიზმისკენ. 1916–1917 წლებში მონაწილეობს გამოფენაში ალტმანთან, ბურლიუკთან, ექსრეტთან და სხვა ავანგარდისტ მხატვრებთან ერთად. სუპრემატისტური ნახატების ციკლიდან ყველაზე ცნობილია „შავი კვადრატი“ (1915), რომელიც პირველად პედროგრადში 1916 წლის 1 იანვარს გამოიფინა.  „0,10“.1915 წელს მან მონაწილეობა მიიღო პედროგრადში “ტრამვაის” სახელწოდებით გამართულ პირველ ფუტურისტულ გამოფენაში.

1916 წელს იგი კვლავ იღებს მონაწილეობას გამოფენაში „კუბიზმი- ფუტურიზმი-სუპრემატიზმი“.

1919 წელს მხატვარი საცხოვრებლად გადადის ვიტებსკში, სადაც მასწავლებლად მუშაობს სახალხო სამხატვრო სკოლაში „ახალი რევოლუციური მოდელი“, რომელსაც მარკ შაგალი ხელმძღვანელობდა. 1919 წელს გამოსცემს თეორეტიკულ ნამუშევარს „ახალი სისტემები ხელოვნებაში“. ამავე წლის დეკემბერში მოსკოვში ეწყობა დიდი გამოფენა, სახელწოდებით „კაზიმირ მალევიჩი. მისი გზა იმპრესიონიზმიდან სუპრემატიზმამდე“.

1920 წელს მალევიჩი აყალიბებს ჯგუფს სახელწოდებით “უნოვისი”. ჯგუფის წევრები იყვნენ ლისიცკი, ხიდეკელი, ჩაშნიკი და კოგანი. იმ პერიოდისთვის მხატვარი აღარ ხატავდა და მთელ დროს თეორეტიკულ და ფილოსოფიურ შრომებს უთმობდა.

1921 წელს „უნოვისის“ მანიფესტი ვიტებსკის ჟურნალ „ხელოვნებაში“ იბეჭდება.

1922 წელს მალევიჩმა დაასრულა მისი მთავარი თეორიტიკულ- ფოილსოფიური ნაშორმი „სუპრემატიზმი. სამყარო, როგორც უმიზნობა თუ სამუდომო წყევლა“.

56 წლის კაზემირ მალევიჩი 1935 წლის 15 მაის პეტერბურგში გარდაიცვალა.

ნამუშევრების გალერეა:

black-square-and-red-square-1915-1
black-square-1915
argentine-polka-1911
a-scene-from-the-drama-of-leonid-andreev-anathema-1909
bather-1911
black-suprematistic-square-1915
april 2008
church-1905
composition-with-a-black-circle-1916
floor-polishers-1912
gardener-1911
marpha-and-van-ka-1929
morning-after-snowstorm-1913
peasant-woman-1912
peasant-woman-with-buckets-and-a-child
portrait-of-a-member-of-the-artist-s-family
prayer-1907
province-1912
red-square-1915
river-in-forest-1908
self-portrait-1907
sisters-1910
spring-garden-in-blossom-1904
still-life
suprematism-2
suprematism-1915
suprematism-1915-3
suprematism-1915-8
suprematism-with-blue-triangle-and-black-square-1915
taking-in-the-harvest-1911
the-knifegrinder-1912
the-lady-at-the-piano-1913
the-reaper-on-red-1913
the-wedding-1907
town-1910
two-women-in-a-garden
unemployed-girl
woodcutter.jpg!Large

RELATED BY

  • ედუარ მანე

    ფრანგი იმპრესიონისტი მხატვარი და გრავიო ედუარ მანე დაიბადა პარიზში 1832 წლის 23 იანვარს. მანეს მამა – ოგიუსტ მანე, იუსტიციის სამინისტროს დეპარტამენტის მეთაური იყო, დედა – ეჟენ-დეზიერე ფურნე. 1839 წელს...
  • ანრი მატისი

    ფრანგი მხატვარი და სკულპტორი, ფოვისტური მიმდინარეობის ლიდერი ანრი მატისი დაიბადა 1869 წლის 31 დეკემბერს ლე – კატო – კამბრეზში. 1882 – 1887 წლებში მატისი სწავლობს სენ – კანტენის საშუალო...
  • ენდი უორჰოლი

    ამერიკელი მხატვარი, პროდიუსერი, დიზაინერი, მწერალი, კოლექციონერი, ჟურნალების რედაქტორი და  რეჟისორი ენდი უორჰოლი (ნამდვილი სახელი ენდრიუ ვარჰოლა) დაიბადა 1928 წლის 6 აგვისტოს, პიტსბურგში. უორჰოლი პოპ-არტის მოძრაობასა და მაშინდელ თანამედროვე ხელოვნებაში...
  • მარკ შაგალი

    მარკ შაგალი დაიბადა ვიტებსკში, ბელორუსში ( მაშნდელი რუსეთის იმპერია ) 1887 წლის  7 ივლისს. იყო მხატვარი, გრაფიკოსი და XX საუკუნის ერთ – ერთი გარჩეული ავანგარდისტი. მან სახლში მიიღო ტრადიციული...