მარკ შაგალი


მარკ შაგალი დაიბადა ვიტებსკში, ბელორუსში ( მაშნდელი რუსეთის იმპერია ) 1887 წლის  7 ივლისს. იყო მხატვარი, გრაფიკოსი და XX საუკუნის ერთ – ერთი გარჩეული ავანგარდისტი. მან სახლში მიიღო ტრადიციული ევროპული განათლება და დაეფდლა ძველ ებრაულ ენას, თორასა და თალმუდს.

კოგნიაის წერდა : „შაგალის მხატვრობის მთავარი ძალა მის ფერებშია, რომლებიც ატყვევებენ და აღაფრთოვანებენ მაყურებელს. ის ადრეული წლებიდან დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა ფორმას. მისი ფერები ცოცხალია და ნახატები არ შეიცავან ბანალურობას, როგორც მოძველებული შეხედულებები. მთელი სიცოცხლის განმავლობაში ის ქმნიდა „ ცოცხალ ამოსფეროს“, რომელიც მთლიანდ მის შეხედულებებიდან გამომდინარეობდა“

1898 – 1905 წლებში სწავლობა ვიტებსკის პირევლ IV  კლასიან სკოლაში. 1906 წელს სწავლობდა ვიტებსკის ხელოვნების სკოლაში. შემდეგ მიემგზავრება პეტერბურგში.

პეტერბურგში მან ჩააბარა სამხატვრო სკოლაში, რომელსაც რერიხი ხემძღვანელობდა. 1909 -1911 წლებში სწავლას აგრძლეებს კერძო სამხატვრო სკოლაში.ვიქტორ მეკლერისა და თეე ბახმანის მეშვეობით, ის უახლოვდება პეტერბურგის სამხატვრო და სალიტერატურო ინტელიგენციას.

1911 წელს შაგალი იღებს სტიპენდიას და მიემგზავრება პარიზში, აგრძელებს სწავლას და უახლოვდება მაშინდელ  სამხატვრო- ლიტერატურ სივრცეში მოღვაწე ავანგარდისტებს. 1914 წელს ბრუნდბება ვიტებსკში და ცოლად მოჰყავს ბელა რეზენფელდი. 1916 წელს მათ შეეძინათ ქალშივლი ,რომელსაც იდა დაარქვეს.

1915 წელს შაგალი მიემგზავრება პეტროგრადში, წევრიანდება სამხედრო – ინდუსტრიულ კომიტეტში. 1916 წელს შაგალი ერთიანდება ებრაულ სამხატვრო საზოგადოებაში. 1917 წელს ბრუნდება ვიტებსკში. რევოლუციის შემდეგ ინიშნება ვიტებსკი ოლქის საგანგებო რწმუნებულად ხელოვნების მიმართულებით.1919 წლის 28 იანვარს შაგალი აფუძნებს ვიტესკის სამხატვრო სასწავლებელს. 1920 წელს მიემგზავრება მოსკოვში და მუშაობს იწყებს მოსკოსვის ებრაულ კამერულ თეატრში.

1922 წელს ოჯახთან ერთდ მიემგზავრება ლიტვაში, შემდეგ გერმანიაში, 1923 წელს  კი პარიზში. 1937 წელს შაგალი საგრანგეთის მოქალქე ხდება.

1941 წელს მეორე მსოფლიო ომის პერიოდში შაგალი მიემგზავრება ნიუ-იორკში. ომის შემდგომ ბრუნდება  პარიზში. 1944 წელს  მისი მეუღლე ბელა სეპსისით გარდაიცვალა. შაგალმა საყვარელ მიუღლეს მიუძღვნა ნახატები „ The wedding light” და “Around her”.

1960 წელს შაგალი ერასმუსის პრემიის ლაურეტი ხდება. 60 იან წლებში მარკი იწყებს მუშაობს მოზაიკებზე, კერმიკაზე, სკულპტურასა და დიზაინზე. ისრაელის მთავრობის დაკვეთით ის აკთებს მოზაიკას იერუსალიმის პარლამენტის შენობისთვის. ამ წარამტების შემდგე კი იღებს ძალიან ბევს შეკვეთას ევოპულ, ამერიკულ და ებრაული სინაგოგებისგან. 1966 წელს  სახცოვრებად გადადუს სენ – პოლ – დე – ვანსში, სპეციალურდ მისთვის აშენბულ სახლში.

1973 წელს საბჭოთა მთავრონის მიწვევით მიემგზავრება სსრკში. 1977 წელს შაგალს მიენიჭა საფრანგეთის უმაღლესი ჯილდო „საპატიო ლეგიონის  დიდი ჯვარი“ .1977 – 1978 წელს მისი გამოფენა ეწყობა ლუვრში.

შაგალი გარდაიცვალა 98 წლის ასაკში, 1985 წლის 28 მატს სენ – პოლ დე – ვანსში. დაკრძალულია ადგილობრივ ეკლესაში.

ნამუშევრების გალერეა:

the-clown-musician-1957
a-house-in-liozna-1908
angel-in-paradise-1956
a-poet
a-wheatfield-on-a-summer-s-afternoon-1942
bella-with-white-collar-1917
composition-with-circles-and-goat-1920
david-1914
david-and-bathsheba-1956
drawing-in-rose-1959
equestrienne-1931
interior-with-flowers-1918
jew-in-green-1914
lovers-in-green-1917
lovers-in-pink-1916
midsummer-night-s-dream-1939
nude-over-vitebsk-1933
portrait-of-vava-1966
red-nude-sitting-up-1908
self-portrait-with-a-palette-1955
small-drawing-room-1908
summer-house-backyard-1918
the-big-wheel
the-green-violinist-1924
the-holy-coachman-1912
the-juggler-1943
title-page-angel-1956
two-heads-1918
view-from-a-window-vitebsk
young-girl-on-a-sofa-mariaska-1907

RELATED BY

  • ედუარ მანე

    ფრანგი იმპრესიონისტი მხატვარი და გრავიო ედუარ მანე დაიბადა პარიზში 1832 წლის 23 იანვარს. მანეს მამა – ოგიუსტ მანე, იუსტიციის სამინისტროს დეპარტამენტის მეთაური იყო, დედა – ეჟენ-დეზიერე ფურნე. 1839 წელს...
  • ანრი მატისი

    ფრანგი მხატვარი და სკულპტორი, ფოვისტური მიმდინარეობის ლიდერი ანრი მატისი დაიბადა 1869 წლის 31 დეკემბერს ლე – კატო – კამბრეზში. 1882 – 1887 წლებში მატისი სწავლობს სენ – კანტენის საშუალო...
  • ენდი უორჰოლი

    ამერიკელი მხატვარი, პროდიუსერი, დიზაინერი, მწერალი, კოლექციონერი, ჟურნალების რედაქტორი და  რეჟისორი ენდი უორჰოლი (ნამდვილი სახელი ენდრიუ ვარჰოლა) დაიბადა 1928 წლის 6 აგვისტოს, პიტსბურგში. უორჰოლი პოპ-არტის მოძრაობასა და მაშინდელ თანამედროვე ხელოვნებაში...
  • კაზიმირ მალევიჩი

    პოლონური წამროშობის რუსი ავანგარდისტი მხატვარი, ხელოვნების თეორიტიკოსი, ფილოსოფოსი და სუპრემატიზმის ფუძემდებელი კაზიმირ მალევიჩი დაიბადა კიევში 1879 წლის 11 თებერვალს. 1887 წელს მალევიჩების ოჯახი კურსკში გადადის საცხოვრებლად. აქ კაზიმირი რკინიგზაზე...