• ედუარ მანე

    ფრანგი იმპრესიონისტი მხატვარი და გრავიო ედუარ მანე დაიბადა პარიზში 1832 წლის 23 იანვარს. მანეს მამა – ოგიუსტ მანე, იუსტიციის სამინისტროს დეპარტამენტის მეთაური იყო, დედა – ეჟენ-დეზიერე ფურნე. 1839 წელს მანე აბატი პაულის პანსიონში მიაბარეს, შემდეგ კი – როლენას კოლეჯში, სადაც 1844-848 წლებში სწავლობდა. ოგიუსტ მანეს სურდა, შვილი იურისტი გამხდარიყო,...
  • ანრი მატისი

    ფრანგი მხატვარი და სკულპტორი, ფოვისტური მიმდინარეობის ლიდერი ანრი მატისი დაიბადა 1869 წლის 31 დეკემბერს ლე – კატო – კამბრეზში. 1882 – 1887 წლებში მატისი სწავლობს სენ – კანტენის საშუალო სკოლაში. შემდეგ სწავლას აგრძელებს პარიზში. 1888 წელს, სწავლის დასრულების შემდეგ, ახალგაზრდა ანრი კლერკად იწყებს მუშაობას სენ – კანტენში. 1889 წელს...
  • ენდი უორჰოლი

    ამერიკელი მხატვარი, პროდიუსერი, დიზაინერი, მწერალი, კოლექციონერი, ჟურნალების რედაქტორი და  რეჟისორი ენდი უორჰოლი (ნამდვილი სახელი ენდრიუ ვარჰოლა) დაიბადა 1928 წლის 6 აგვისტოს, პიტსბურგში. უორჰოლი პოპ-არტის მოძრაობასა და მაშინდელ თანამედროვე ხელოვნებაში ერთ-ერთი მთავარი ფიგურა იყო. 60-იან წლებში კი როკ ჯგუფის „The Velvet Underground „ პროდუსერი გახდა. მას მამა 13 წლის ასაკში...
  • კაზიმირ მალევიჩი

    პოლონური წამროშობის რუსი ავანგარდისტი მხატვარი, ხელოვნების თეორიტიკოსი, ფილოსოფოსი და სუპრემატიზმის ფუძემდებელი კაზიმირ მალევიჩი დაიბადა კიევში 1879 წლის 11 თებერვალს. 1887 წელს მალევიჩების ოჯახი კურსკში გადადის საცხოვრებლად. აქ კაზიმირი რკინიგზაზე მუშაობს, პარალელურად კი ხატავს. თანამოაზრეებთან ერთად იგი  კურსკში სამხატვრო საზოგადოებას აყალიბებს. 1899 წელს მხატვარი ქორწინდება კაზემირა ზგლეიცზე. 1904 წელს კი ...
  • მარკ შაგალი

    მარკ შაგალი დაიბადა ვიტებსკში, ბელორუსში ( მაშნდელი რუსეთის იმპერია ) 1887 წლის  7 ივლისს. იყო მხატვარი, გრაფიკოსი და XX საუკუნის ერთ – ერთი გარჩეული ავანგარდისტი. მან სახლში მიიღო ტრადიციული ევროპული განათლება და დაეფდლა ძველ ებრაულ ენას, თორასა და თალმუდს. კოგნიაის წერდა : „შაგალის მხატვრობის მთავარი ძალა მის ფერებშია, რომლებიც...
  • გუსტავ კლიმტი

    ავსტიელი მხატვარი გუსტავ კლიმტი დაიბადა 1862 წლის 14 ივლისს, ბაუმგარტენში. ის ავსტრიული მოდერნული ფერმწერის მამამთავრად ითვლება. გუსტავის მამა, ერნსტ კლიმტი, მხატვარი-გრავიორი და იუველირი იყო. კლიმტმა პირველი წლების სამხატვრო გამოცდილება სწორედ მასთან მიიღო. 1876 წელს ის ვენაში გაემგზავრა და სამხატვრო – პროფესიულ სასწავლებელში, არქიტექტურული ფერწერის ფაკულტეტზე ჩააბარა. ერთი წლის შედმეგ...